დიეგო სიმეონეს დიდებული საღამო გამუვიდა. მისმა „ატლეტიკომ“ პრიმერას 24-ე ტურის გვიან მატჩში კერკეტი „სევილია“ 6:1 გაანადგურა, „რეალ სოსიედადს“ გადაუსწრო და დიდი ხნის შემდეგ ცხრილში მესამე ადგილზე დადგა.
დუბლი მიითვალეს მადრიდელთა ნიდერლანდელმა ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ და ალვარო მორატამ. თითოც ანტუან გრიზმანმა და იანიკ კარასკომ გაიტანეს. ერთადერთი საპასუხო ანდალუსიელთა მაროკოელმა იუსეფ ენ-ნესირიმ შეაგდო.
სტუმრებს მეტი არაფერი გამოუვიდათ. ჯერ ივან რაკიტიჩმა ვერ გაიტანა პენალტი, შემდეგ კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მე-80 წუთზე მსაჯმა სენეგალელ პაპ გეიეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა.
54 წლის სიმეონეს კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა გამორჩეული დღე - არგენტინელმა შაბათს 613-ედ უმწვრთნელა „ატლეტიკოს,“ რაც საკლუბო რეკორდია. მანამდე ეს მიღწევა ლუის არაგონესს ეკუთვნოდა (612 მატჩი).
შეხვედრის წინ სიმეონეს სიმბოლური მაისურა გადასცეს. იქვე იყვნენ მისი ვაჟი, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლელი პარტნიორი „ჩოლიტო,“ ჯოვანი და შვილიშვილი გოგონები.
ისე, გოლძუნწმა „ატლეტიკომ“ ბოლოს 6 ბურთი როდის გაიტანა აღარც გვახსენდება...
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
24-ე ტური. 4 მარტი
ატლეტიკო - სევილია 6:1
მადრიდი. „მეტროპოლიტანო“
1:0, 2:0 დეპაი (23, 26), 2:1 ენ-ნესირი (39), 3:1 გრიზმანი (53), 4:1 კარასკო (69), 5:1, 6:1 მორატა (76, 90+2)
74-ე წუთზე რაკიტიჩმა ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (ძელი)
ატლეტიკო: ობლაკი, ლორენტე (დოჰერტი 78), სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, კარასკო (მარტინი 86), ვიტსელი, კოკე (საული 78), ლემარი(ბარიოსი 64), გრიზმანი, დეპაი (მორატა 64)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
სევილია: ბუნუ, მონტიელი (ნავასი 86), ნიანზუ, გუდელი, აკუნია, გეიე, რაკიტიჩი (ტელესი 78), ხორდანი, სუსო (ოლივერ ტორესი 68), ოკამპოსი (მირი 86), ენ-ნესირი (ხილი 78)
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
მსაჯი: კუადრა ფერნანდესი
გაფრთხილება: ხიმენესი (40); გეიე (25), აკუნია (55), გეიე (80), მონტიელი (81)
გაძევება: გეიე (80)
ხეტაფე - ჟირონა 3:2
1:0, 2:0 უნალი (2, 14 პენ), 3:0 მაიორალი (43), 3:1 კასტელიანოსი (54), 3:2 გუტიერესი (80)
ალმერია - ვილიარეალი 0:2
0:1 მორენო (76), 0:2 მორალესი (88)
მლიორკა - ელჩე 0:1
0:1 ბოიე (89)