ფეხბურთი

2:05 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" წააგო და "ნაპოლისთან" ჩამორჩენა ვერ შეამცირა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „მილანმა“ „ნაპოლის“ მარცხით ვერ ისარგებლა და სერია A-ს 25-ე ტურში თვითონაც დამარცხდა.

სტეფანო პიოლის გუნდი ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ დარჩა უქულოდ. „იები“ მთელი თამაშის განმავლობაში ლომბარდიელებს აღემატებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა: ჯერ ნიკო გონსალესმა გახსნა ანგარიში პენალტით, ხოლო 87-ე წუთზე ფლორენციელთა დიდი უპირატესობა ლუკა იოვიჩმა ლოგიკურ გოლში ასახა. „როსონერიმ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ტეო ერნანდესის გოლით პრესტიჟის გოლი გაიტანა, მეტისთვის სტუმრებს დრო აღარ ეყოთ.

ამრიგად, „მილანი“ „ნაპოლის“ ისევ 18 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ჩემპიონობაზე ფიქრი აშკარად უადგილოა, პიოლის გუნდს ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა უფრო მოუწევს, რადგან მეოთხე ადგილზეა, „ლაციოს“ ჩამორჩება და „ინტერთან“ თანაბარი ქულები აქვს, თუმცა, თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

„ფიორენტინა“ – „მილანი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 გონსალესი (49, პენ), 2:0 იოვიჩი (87), 2:1 ტეო ერნანდესი (90)

0.111678