ამჟამად, აფრიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც სამხრეთ სუდანის ნაკრებია, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას მათი მეკარე, გუდვილ იუსუკ სიმონ საბიო იპყრობს.
გულშემატკივრებს არ სჯერათ, რომ სიმონ საბიო ნამდვილად 2004 წელს დაბადებულია. მისი შესახედაობიდან გამომდინარე რთულია ვიფიქროთ, რომ ისინი ცდებიან, რადგან მეკარე ნამდვილად უფრო ასაკოვნად გამოიყურება.
სამხრეთ სუდანის მეკარემ ჯგუფური ეტაპის 3 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და 1/4 ფინალში გამბიის წინააღმდეგაც ითამაშებს. ტურნირის გამარჯვებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად მოხვდება.









