ფეხბურთი

23:42 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ემირეითსზე“ კინაღამ სენსაცია მოხდა

პრემიერლიგის 26-ე ტური საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნა. ჩემპიონობის პრეტენდენტი, საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლს დაუპირისპირდა. ოღონდ „მანჩესტერ სიტის" და „ნიუკასლს" შორის ნამდვილი ბრძოლა არ გამოვიდა.

„კაჭკაჭები“ ახლა აშკარად არ არიან ოპტიმალურ ფორმაში, რითაც ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ისარგებლეს. პირველ ტაიმში სტუმრებმა მათ კარში ერთხელ დარტყმაც ვერ მოახერხეს.

„ქალაქელებს“ უზარმაზარი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და მე-15 წუთზე ფოდენმა ოთხი მოწინააღმდეგე, ასევე მეკარე ჩამოიცილა და ბურთი ბადეში გაგზავნა.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ უკან დაიხია, მაგრამ „ნიუკასლს“ მაინც არაფერი გამოსდიოდა. ბერნარდუ სილვამ კი მინდორზე შესვლიდან ორ წუთში გაიტანა. საბოლოოდ „ქალაქელებმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს.

ვინ იფიქრებდა, რომ „არსენალს“ „ბორნმუთთან“ გამარჯვება ასე გაუჭირდერბოდა? ჩემპიონატის ლიდერი გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთან საშინაო მატჩში ქულების დაკარგვის ზღვარზე გახლდათ. სტუმრებმა გოლი უკვე მე-9 წამზე გაიტანეს, თავი ბილინგმა გამოიჩინა.

ლონდონელებმა მაშინვე შეუტიეს, მაგრამ ხეირიანი არაფერი გამოსდიოდათ. პირიქით, პირველი ტაიმის შუაში სტუმრებმა კინაღამ გაზარდეს ანგარიშში უპირატესობა. შემდეგ „ალუბლებმა“ მაინც გაიტანეს, კუთხურის კვალად სენესიმ შეაგდო.

„მეთოფეები“ გაბრაზდნენ და რვა წუთის ინტერვალში ანგარიში გაათანაბრეს. დარჩენილ დროში „არსენალი“ გააფთრებით უტევდა, თუმცა გამარჯვებისა მხოლოდ მერვე დამატებულ წუთზე გაიტანეს. შეხვედრის გმირი შეცვლაზე შესული რეის ნელსონი გახდა.

„არსენალი“ კვლავ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „სიტის.“

ინგლისი

პრემიერლიგა

26-ე ტური. 4 მარტი

სიტი - ნიუკასლი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 ფოდენი (15), 2:0 ბერნარდუ სილვა (67)

სიტი: ედერსონი, აკე, დიაში, აკანჯი, უოკერი, როდრი, გრილიში, გიუნდოგანი, დე ბრუინი (ბერნარდუ სილვა 65), ფოდენი, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ნიუკასლი: პოუპი, ტრიპიერი, ლასელსი, ბოტმანი, ბერნი (ტარგეტი 87), ჟოელინტონი, გიმარაინსი, ლონგსტაფი (უილკოკი 63), ალმირიონი (მერფი 77) , უილსონი (ისაკი 63), გორდონი (სენ-მაქსიმენი 62)

მწვრთნელი: ედი ჰაუ

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: აკე (58), ჰოლანდი (74); ჟოელინტონი (53), ბერნი (74), გიმარაინსი (76), ლასელსი (90+1)

არსენალი - ბორნმუთი 3:2

ლონდონი. „ემირეითსი“

0:1 ბილინგი (1), 0:2 სენსი (57), 1:2 პარტი (62), 2:2 უაითი (70), 3:2 ნელსონი (90+8)

არსენალი: რემსდეილი, ზინჩენკო, გაბრიელი, სალიბა, ტომიასუ (უაითი 46), ედეგორი, პარტი, ვიეირა (ჯაკა 84), მარტინელი, ტროსარი (როუ 22, ნილსონი 69), საკა

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ბორნმუთი: ნეტო, ზემურა (ფრედერიკსი 64), სენესი, სტივენსი, მეფამი, სმიტი, უატარა (კრისტი 82), როტუელი (კუკი 70), ბილინგი, სემენიუ (ანტონი 64), სოლანკე

მწვრთნელი: ჰარი ო’ნილი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ნეტო (64), მეფამი (86)

ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი 1:0

1:0 ტრაორე (82)

ჩელსი - ლიდსი 1:0

1:0 ფოფანა (53)

ბრაიტონი - ვესტ ჰემი 4:0

1:0 მაკალისტერი (18 პენ), 2:0 ველტმანი (52), 3:0 მიტომა (69), 4:0 უელბეკი (89)

ასტონ ვილა - კრისტალ პალასი 1:0

1:0 ანდერსენი (27 საკ. კარში)

გაძევება: დუკურე (62) - კრისტალ პალასი

საუთჰემპტონი - ლესტერი 1:0

1:0 ალკარასი (35)

32-ე წუთზე უორდ-პროუზმა (საუთჰემპტონი) ვერ გაიტანა პენალტი

0.145805