კალათბურთი

23:26 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი: “ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ თამაშს“

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიო სპურსში“ გადასვლის შემდგომ პირველი ვარჯიში გამართა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:



„ძალიან გრძელი ორი დღე იყო, თუმცა ახლა ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ აქ თამაშს. პირველმა ვარჯიშმა სროლებზე კარგად ჩაიარა, ასე რომ ველოდები მწვრთნელთან შეხვედრას, მის მოსმენას და მისგან სწავლას.“

„სან ანტონიო სპურსი დიდი ორგანიზაციაა, რომელიც მოთამაშეების განვითარებას უწყობს ხელს, ასე რომ ველი ახალი უნარების შესწავლასაც. წინა სეზონი შედარებით მოკლე იყო, შესაბამისად ვცდილობ რაც შეიძლება პროდუქტიული ვიყო“

„2 წლის წინ აქ ვვარჯიშობდი. დრაფტის წინ ინტერვიუც კი მქონდა გუნდთან, როდესაც კოვიდის გამო მომიწია აქ ვარჯიში. როდესაც ევროპიდან ხარ, „სპურსის“ შესახებ ძალიან ბევრი გესმის, ასე რომ გუნდიც საკმაოდ ნაცნობი იყო ჩემთვის“.

„ჩემი აზრით მოძრავი მაღალი ვარ. ბურთის ფლობაც გამომდის და პასებიც. ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო, თუმცა ლიგაში სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. „მილუოკიში“ ვგრძნობდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი, რადგან ჩემს გარშემო ბევრი ვეტერანი იყო, ასე რომ აქ თამაშიც დამეხმარება რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინო და მეტად კონკურენტუნარიანი გავხდე“.

„ამ ბიჭებს ნამდვილად არ ვიცნობდი. რა თქმა უნდა, მათ შესახებ მსმენია, მათ წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა პირადად არ ვიცნობდი.“

„24 საათზე ნაკლებია რაც აქ ვარ, თუმცა უკვე გვრძნობ, რომ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილ გუნდსა და პოპოვიჩის გაწვრთნილ გუნდს შორის ბევრი მსგავსება იქნება“. - განაცხადა მამუკელაშვილმა.

როგორც ივარაუდება, სანდროს დებიუტი ახალ გუნდში ამაღამ, „ჰიუსტონ როკეთსის“ წინააღმდეგ შედგება.

0.119525