კალათბურთი

22:39 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“გრიზლსის“ ვარსკვლავი, ჯა მორანტი სკანდალში გაეხვა

„მემფის გრიზლსის“ ვარსკვლავის, ჯა მორანტის შესახებ NBA-მ გამოძიება დაიწყო, რადგან სოციალურ ქსელში ჩართულ პირდაპირი ეთერის ვიდეოში მორანტი იარაღით ხელში გამოჩნდა.





სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გასულ პირდაპირი ეთერის ვიდეოში ჩანდა, რომ ჯა მორანტი სტრიპტიზ კლუბში იმყოფებოდა, ხელში კი სავარაუდოდ იარაღი ეჭირა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო დრამატულს ის ფაქტი ხდის, რომ რამდენიმე დღის წინ 17 წლის ბიჭმა მემფისის პოლიციაში მორანტის მისამართით საჩივარი შეიტანა.

ახალგაზრდას ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე კალათბურთელმა მასზე ფიზიკურად იძალადა, ამის შემდეგ კი სახლში მიაკითხა და იარაღით დაემუქრა. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მორანტი სწორედ სოციალურ ქსელში იარაღით გამოჩნდა ხელში, რამაც ლოგიკურია, რომ NBA-ის დაინტერესებაც გამოიწვია.

ჯერ-ჯერობით უცნობია დაუწესებენ თუ არა მორანტს სასჯელს, თუმცა ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ფულადი ჯარიმა დაეკისრება.

0.137778