ფეხბურთი

22:15 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის, კანკავას და კაშიას „სლოვანმა“ ფორტუნა ლიგის რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 22-ე ტურში ქართველი ფეხბურთელების „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „ტრნავა“ მიიღო და მეტოქე მარტივად, 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში სამივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა.



გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს. გიორგი ჩაკვეტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 87-ე წუთზე შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ „სლოვანმა“ მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა, ქართველებს თავი შედეგიანი ქმედებებით არ გამოუჩენიათ. მასპინძელთა მხრიდან გოლები კუცკამ, ჩავრიჩმა, აბუბაკარიმ და ბარსეგიანმა გამოიჩინეს. გურამ კაშიამ კი 92-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

დღევანდელი გამარჯვების შემდგომ, „სლოვანს“ 47 ქულა დაუგროვდა და ლიდერ „დუნაისკა სტრედასთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს. მომდევნო მატჩს „სლოვანი“ კონფერენს ლიგაზე, „ბაზელის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება სლოვაკეთის ჩემპიონატს, „სლოვანი“ საჩემპიონო ჯგუფში გააგრძელებს ასპარეზობას 5 სხვა გუნდთან ერთად. ესენი არიან: „დუნაისკა სტრედა“, „ტრნავა“, „პოდბრეზოვა“, „ჟილინა“ და „ბანსკა ბისტრიცა“. სლოვაკეთის ჩემპიონი სწორედ მათ შორის გაირკვევა.

0.12717