„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში „ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„მართლაც, ძალიან რთული თამაში იყო. მათი გუნდის ფეხბურთელების ხარისხის გათვალისწინებით, ასეთ სცენარს ველოდით. ისინი უკვე საფრთხეს წარმოადგენენ და ასე დარჩებიან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. გარდამავალ ფაზებში შესანიშნავად აკონტროლებენ ბურთს.
საოცარი იყო გუნდების შორის მსგავსება. ორივეს გვქონდა შანსები მაგრამ საბოლოოდ ჩვენ გადამწყვეტ მოქმედებას ორი გოლი მოჰყვა.
რა თქმა უნდა, თავის დაცვა მოგვიწია, ასეთ თამაშებში ბევრს უნდა გაუძლო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმპულსი შევინარჩუნეთ, რისი წყალობითაც გავიმარჯვეთ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.