19:52 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო “იუვენტუსთან“ მატჩს არ გამოტოვებს

მიუხედავად იმისა, რომ „კრემონეზესთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო, ჟოზე მოურინიო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ის სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მაინც არ გამოტოვებს.



იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება „რომამ“ გააპროტესტა, სააპელაციო კომიტეტმა კი გადაწყვიტა, რომ საჩივრის განსახილველად დრო სჭირდება, შესაბამისად, მომდევნო მატჩში ჟოზე მოურინიო საკუთარი გუნდის სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

პორტუგალიელი სპეციალისტი „კრემონეზესთან“ მატჩში მეოთხე მსაჯის მიმართ არასათანადოდ მოიქცა, რის გამოც ის 2 მატჩით და 10 000 ევროთი დასაჯეს. მოურინიომ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მიიღო წითელი ბარათი.

„რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 5 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება.

0.126589