ფეხბურთი

18:38 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა ბერნარდუ სილვა „ბარსელონას“ მიჰყიდოს

„მანჩესტერ სიტიმ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“, რომელსაც მისი შეძენა ძალიან სურს, მიჰყიდოს და კატალონიელებს მისი ფასიც დაუსახელა.



როგორც ესპანური Sport იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ „ქალაქელები“ 65 მილიონიან შეთავაზებას მიიღებენ, ისინი მზად იქნებიან ბერნარდუ სილვა „ბარსელონაში“ გაუშვან.

კატალონიელებმა მისი შეძენა უკვე ორჯერ სცადეს, თუმცა წარმატებას ვერცერთხელ ვერ მიაღწიეს, ამჯერად კი მათი შანსები შესამჩნევად გაიზარდა. ამის მიუხედავად, მეორე პრობლემა იჩენს თავს.

როგორც ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, „ბარსელონა“ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ბიუჯეტი სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ახალი ფეხბურთელების შეძენას ვერ შეძლებენ. ამის გათვალისწინებით, რთული სავარუდოა ის, თუ რა ბერკეტს აამოქმედებს „ბარსელონა“ პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძენად.

ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, რა დროშიც მან 287 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116