ფეხბურთი

3:50 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "სპალეტი სკუდეტოს მოიგებს და ნეაპოლის მეფე გახდება, მისი მშურს, რადგან ეს მე ვერ მოვახერხე"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ შურს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონი გახდება, რაც მას ნეაპოლში არ გამოუვიდა.

„სპალეტი ამ სეზონის შემდეგ თუ მიაღწევს იმას, რასაც სავარაუდოდ აუცილებლად მიაღწევს, ნეაპოლის მეფე გახდება. მოგება ყველგან სასიამოვნოა, მაგრამ აქ გამარჯვება რაღაც განსაკუთრებულია, მიხარია, რომ ის ხალხს დიდ სიხარულს ანიჭებს.

ეს გამარჯვება ნიშნავს 3 ქულას, სამ მნიშვნელოვან ქულას, რადგან ისეთ გუნდთან მოვიგეთ, რომელიც ჩემპიონატში ცალკე თამაშობს, შინ 11 მოგება და 1 ფრე ჰქონდა. გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა ყურადღების, მონდომებისა და თავდადების თვალსაზრისით, ტექნიკურად კი უკეთ თამაშიც შეუძლია. ჩვენთვის ერთი თამაში პრობლემა არასდროს ყოფილა, პრობლემა სტაბილურობაა. გასულ სეზონთან შედარებით მოვუმატეთ.

სატურნირო ცხრილი? ვფიქრობ, რომ ახლა ძილის დროა, რადგან მალე კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილზე ყურებას აზრი არ აქვს. სარის „ნაპოლი“ უფრო ლამაზი იყო თუ სპალეტის „ნაპოლი“? სილამაზე განსხვავებულია: თუ ქერა მოგწონს, არ ნიშნავს, რომ ლამაზი შავგვრემანი თუ გაივლის, მასზე თქვა, რომ მახინჯია. განსხვავება ისაა, რომ ეს „ნაპოლი“ ჩემპიონობისკენ მიდის, რაც მე არ გამომივიდა და ამის გამო სპალეტის სიკვდილამდე შემშურდება. კლუბმა შესანიშნავად იმუშავა ზაფხულში, ძალიან თამამად, კრისტიანო ჯუნტოლი კი ნამდვილი ფენომენია, რადგან მათ გამოიჩინეს გამბედაობა, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია, 18-ქულიანი, მაგრამ „მილანსა“ და „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს. "ლაციო" 48 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა.

0.112484