ფეხბურთი

0:47 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ სკალონიმ არგენტინის ნაკრებში ამხანაგური მატჩებისთვის 35 ფეხბურთელი გამოიძახა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ცხადია, ძირითად ბირთვს ის ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, მაგრამ გუნდში დებიუტანტებიც არიან - ალეხანდრო გარნაჩო, ვალენტინ კარბონი, ლაუტარო ბლანკო, ფაკუნდო ბუონანოტე და მაქსიმო პერონე.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (აიაქსი)

მცველები: ხუან ფოიტი (ვილიარეალი), გონსალო მონტიელი (სევილია), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ხერმან პეცელა (ბეტისი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), მარკოს აკუნია (სევილია), ლაუტარო ბლანკო (ელჩე), ნეუენ პერესი (უდინეზე)

ნახევარმცველები: ენცო ფერნანდესი (ჩელსი), გუიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (იუვენტუსი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ალექსის მაკალისტერი (ბრაიტონი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ტიაგო ალმადა (ატლანტა იუნაიტედი), ჯოვანი ლო ჩელსო (ვილიარეალი), ფაკუნდო ბუონანოტე (ბრაიტონი), მაქსიმო პერონე (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ალეხანდრო გომესი (სევილია), პაულო დიბალა (რომა), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი), ვალენტინ კარბონი (ინტერი)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 23 მარტს პანამას, ხოლო 28 მარტს კურასაოს ნაკრებს გაეჯიბრება.

0.129046