ავტოსპორტი

0:20 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სეზონის პირველ პრაქტიკებზე ყველაზე სწრაფი ალონსოა

ბაჰრეინში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალმა ეტაპმა. პარასკევს თავისუფალი პრაქტიკები გაიმრთა, რომლებზეც საუკეთესო დრო, „ასტონ მარტინის“ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ფერნანდო ალონსოს ჰქონდა. 41 წლის ესპენელმა 0.169 წამით ჩამოიტოვა ასევე ორგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი.

„კარგია, როცა ვხედავთ, რომ ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ თავს კარგად არ ვგრძნობ“, - განაცხადა ალონსომ, ვინც თავისი ორივე ტიტული „რენოსთან“ ერთად, 2005 და 2006 წლებში მოიპოვა. პირველ სესიაზე მას მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა და მხოლოდ სერხიო პერესს ჩამორჩა. მექსიკელი საღამოს მესამე შედეგს დასჯერდა. ის თანაგუნდელს 0.002 წამით ჩამორჩა.

„ჩვენ ვიცით, რომ კონკურენტუნარიანი მანქანა გვაქვს. უბრალოდ საჭიროა, რომ მისი პოტენციალის სრულად გამოყენება შევძლოთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

მეოთხე დრო „ფერარის“ შარლ ლეკლერს ჰქონდა, რომელმაც უკან მოიტოვა ფორმულა 1-ში დაბრუნებული ნიკო ჰულკენბერგი (ჰაასი). მეექვსე დროს დასჯერდა ალონსოს თანაგუნდელი ლანს სტროლი, ვისი ბაჰრეინში გამოსვლაც სათუო იყო. თუმცა ორივე ხელის მაჯის ტრავმის გამო, ის რბოლაში მაინც იასპარეზებს.

ერთ დროს დომინანტ „მერსედესს“ ისევ უჭირს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი მერვე შედეგს დასჯერდა. რაც მთავარია, ის მანქანით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ეს შარშანდელ სეზონზე უარესი დასაწყისია.

„როგორც ჩანს, ძალიან შორს ვართ. ტესტებზევე ვიცოდით, რომ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ რეალურად, ჩამორჩენა გაცილებით დიდია. რაც შემეძლო, ყველაფერი ვცადე, მაგრამ რაცაა, ესაა. ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც შარშან ვიყავით, თუ უფრო უკან არა“, - განაცხადა ჰამილტონმა.

0.346752