ფეხბურთი

21:42 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პანდევი: "კვარაცხელია ძალიან მომწონს, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია"

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელია კი ძალიან მოსწონს.

„ნაპოლის“ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. ისინი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და სიამოვნებას იღებენ. სპალეტი შესანიშნავად მუშაობას. ნეაპოლი ბევრს იმსახურებს და ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსიც აქვთ. ძალიან მომწონს კვარაცხელია, მთლიანად „ნაპოლის“ შეტევაც“, - თქვა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ გორან პანდევი „ნაპოლიში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და 124 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

0.112864