„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო რომანომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უფრო ადრე დატოვებს, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია.
როგორც მან აღნიშნა, ნიგერიელის შეძენა ინგლისურ და ესპანურ კლუბებს შეუძლიათ:
„ჩემი აზრით, დღეს უფრო მეტი შანსია „ნაპოლიდან“ ზაფხულში ოსიმენი წავიდეს, ვიდრე კვარაცხელია. ვფიქრობ, მას შეუძლია სეზონში 25-30 გოლის გატანა, მისი ყიდვა კი ინგლისურ და ესპანურ კლუბებს, ასევე პსჟ-ს შეუძლია“, - თქვა რომანომ.