„პარი სენ ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი სკანდალში გაეხვა. L’Equipe-ს ცნობით, პროკურატურა ჰაკიმის სექსუალურ ძალადობაში ბრალს დებს.
როგორც ცნობილი ხდება, ჰაკიმიმ საკუთარ სახლში თებერვალში 24 წლის გოგონა გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელი ფეხბურთელის ადვოკატმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, ჰაკიმის მეუღლემ ფეხბურთელთა განქორწინების პროცესი დაიწყო.
24 წლის მაროკოელმა სასამართლოში ჩვენება უკვე მისცა, მას ბრალი დასდეს და საქმის განხილვა გრძელდება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში აშრაფ ჰაკიმიმ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მშვენიერი პროფესიაა ჯერ ჩაუგორდებიან და მერე იძალადაო და ფულს ახევენ
მერამდენეა ეს უკვე... ამის მიზეზი არანორმალურად დიდი ფულია და ეს ფული აქვთ უმთავრესად იმათ, ვისაც ადრე საერთოდ არ ჰქონდა..ეს ყველაფერი კიდევ იწვევს ესეთ ქცევებს.
არ შეიძლება 20 წლის ადამიანს მისცე კვირაში ნახევარი მილიონი.