„ლივერპულს“ რობერტო ფირმინო სეზონის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს და 353 მატჩში 107 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ის იურგენ კლოპის რჩეულ სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
მანამდე ფირმინო სამშობლოში, „ფიგეირენსეს“, გერმანიაში კი „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას იცავდა.