ძიუდო

13:45 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია

ძიუდოში დღეს სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში ჩხვიმიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში გერმანელი მაქსიმილიან სტანდკე დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში ;უხუმმა ფრანგ ვენდ-იამ რომარიკ ბუდას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ ნურკანატ სერიკბაეივთან წააგო. შესაბამისად, ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი აზერბაიჯანელი აჰმად იუსიფოვი იქნება.

ამავე წონაში იასპარეზა ამირან დარბაისელმა, რომელიც პირველივე წრეში თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაიევთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე უზბეკი შუკურჯონ ამინოვა, ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა და ტაიპეის წარმომადგენელი ჩენ-ლინ ლიენი დაამარცხა. ეთერი ფინალში იაპონელ მომო ტამაოკის გაეჯიბრება.

0.11409