ფეხბურთი

13:15 | 3.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის ევროპაში თამაშის გაგრძელება სურს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ლიონელ მესის ევროპაში დარჩენა სურს და მომდევნო სეზონში ძველი კონტინენტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

35 წლის არგენტინელ ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება სურს და მხოლოდ ევროპულ ვარიანტებს განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ და აზიურ გუნდებს არაერთხელ დაუკავშირეს.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ფრანგულ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 28 მატჩი 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.

0.112872