ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პასკუალე ფოჯამ, რომელსაც გამორჩეული წლები „კალიარისა“ და „ლაციოში“ აქვს გატარებული, „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნეაპოლელთა რიგებში ნამდვილი ფენომენი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„ოსიმენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, მაგრამ ნამდვილი ფენომენი კვარაცხელიაა: ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ფეხბურთს შეგაყვარებს და ბავშვებს ამ სპორტთან აახლოებს“, - თქვა ფოჯამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.