ფეხბურთი

18:25 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 90-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში გამათანაბრებელი გოლი რეზი დანელიამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდე ნაკრებთა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

საქართველო (U16) - ჩრდ. მაკედონია (U16) 1:1 (0:0)

საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, ლომიძე, ცერცვაძე (გვაზავა 46), ელისაშვილი (სურგულაძე 43), წულაია, სალია (ჩიქოვანი 59), დიაკონიძე (გოგილაშვილი 59), ნიკვაშვილი (დანელია 46), მჟავანაძე

გოლები: 0:1 ლატიფი (47), 1:1 დანელია (90)

NAKREBI.GE

0.115002