ტურინის "იუვენტუსთან" ბრაზილიელმა მცველმა დანილომ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება ერთი წლით განაახლა და ტურინულ გრანდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტიც ექნებათ.
დანილო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 142 მატჩში 8 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 მიმდინარე სეზონში და სამივე 2023 წელს). მიმდინარე სეზონშივე ის გუნდის ვიცე-კაპიტნად დაინიშნა.
31 წლის დანილოს „იუვემდე“ „ამერიკა მინეიროში“, „სანტოსში“, „პორტუში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს ნათამაშები.