საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა. 22 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა, როგორც საკუთარ თავზე, ასევე საქართველოს ნაკრების შესახებ.
მიქაუტაძის განცხადებით შეუძლებელი არაფერია და საქართველოს ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება შეუძლია. ასევე აღნიშნა, რომ „მეცი“ თუ ლიგა 1-ში გადავა, მომდევნო სეზონსაც ამ კლუბში გაატარებს.
- როგორ ახსნით, რომ სხვა მოთამაშეებთან შედარებით გვიან გაიხსენით?
- თავიდან არ მენდობოდნენ. „სერენში“ წავედი და შემდეგ „მეცში“ დავბრუნდი, მაგრამ მერე ისევ ბელგიაში წავედი ერთი წლით. ეს ეტაპები მნიშვნელოვანი იყო, ამან მომცა საშუალება, რომ ახლა ლიგა 2-ის ბომბარდირებში ვყოფილიყავი.
- ფიქრობთ, რომ კარიერის გამო გარკვეულ მსხვერპლზე მიდიხართ?
- კი, ცოტათი. ვცდილობ, სწორად ვიკვებო, მეტი ვიმუშაო. მცირე მსხვერპლი ანაზღაურდება და მომავალში დამიბრუნდება.
- კონკრეტული დიეტა გაქვთ?
- დაახლოებით ორი თვეა, ჩემზე დიეტოლოგი ზრუნავს, მთელი კვირის რეცეპტებს მაძლევს, რომელსაც სახლში ვამზადებ.
- სამზარეულოსთან როგორ ხართ?
- ზოგჯერ, როცა კონკრეტული რეცეპტი რთულია, დედას ტელეფონზე ვურეკავ (იცინის - რედ). ის საჭმელებს შესანიშნავად აკეთებს, განსაკუთრებით ქართულ კერძებს. ჩემი ფავორიტი ხინკალია. ეს არის ცომში შეხვეული ხორცი, მცირე წვენით. ხინკალს მიკეთებს ხოლმე, როცა სახლში მივდივარ.
- ჯერ არ შეგიძლიათ ამ კერძის მომზადება?
- არა (იცინის - რედ). ჯერ არ მიცდია, მაგრამ როცა ვხედავ, დედაჩემი როგორ აკეთებს, ვფიქრობ, რომ რთული უნდა იყოს.
- გრძნობთ, რომ გულშემატკივრების ფავორიტი გახდით?
- ოდნავ. ეს ჩემი გოლებისა და შედეგების დამსახურებაა. სოციალურ ქსელშიც ვამჩნევ. „ნიმის“ წინააღმდეგ მოედანზე რომ შევედი, პუბლიკა ოვაციებით შემეგება, ნელ-ნელა ქუჩაშიც მცნობენ.
- შესაძლებელია თუ არა, მომდევნო სეზონში „მეცში“ თქვენი დარჩენა?
- რა თქმა უნდა. ლიგა 1-ში გადასასვლელად ვიბრძვით და აღზევების შემთხვევაში, რატომ არ დავრჩები აქ?
- არის ჩემპიონატები, რომლებიც მოგწონთ?
- ყოველთვის მომწონდა ინგლისის ჩემპიონატი.
- „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ, გრძნობთ თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების გარშემო განსაკუთრებული აჟიოტაჟია?
- ქართველი ფეხბურთელები უცხოურ კლუბებში მიდიან, „ნაპოლიში“ კვარას გარდა, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაშია“, ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“. რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამიტომ, გვაქვს დრო, რომ მიზნებს მივაღწიოთ და ერთ დღეს დიდ ტურნირზე ვითამაშოთ.
- ევრო 2024-ზე გასვლას გეგმავთ თუ ჯერ ადრეა?
- დიახ, გვინდა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ, ვნახოთ, რა მოხდება. საკმაოდ რთული ჯგუფი გვყავს, სადაც ესპანეთი და ნორვეგიაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასასვლელად ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოლიტანო რას ისვრიდა ტლინკებს ნაზამთრ თიკანივით ვერ გავიგე
ასე გამწარებით ჩხუბიც არ შეიძლება
დალეწეს იქაურობა
წელს ნაპოლის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა, ესე ოთხეულშიც ვერ მოხვდებიან
პუნქტებად უნდა დავწერო:
1. არავითარი ჩხუბი მანდ არ იყო, უბრალოდ იყო ემოციური საუბარი!
2. ყოჩაღ კვარა! არ იუზრდელა და რასაც ქვია, მართლა წესიერად უპასუხა უკვე არც ისე პატარა მაურინიოს! წესიერი ბიჭია და ეს მას მომავალში ძალიან დაეხმარება!
3. კვარას მიმართ ძალიან უხეშობენ და ეს ფაქტია. უკვე შიშიც აქვს, რადგან თითქმის ყველა ორთაბრძოლა მისი ფეხში ჩარტყმით მთავრდება!
4. მსაჯს ყოჩაღ! როგორც კი დაინახა კვარას მიმართ უხეშობა, მაშინვე დასაჯა მოწინააღმდეგეები!
5. ნაპოლის დიდი ჩავარდნა აქვს ნამდვილად! ნახევარდაცვის ხაზი საზიზღრად გამოიყურება
ჩემპიონები რომ ვეღარ გახდებოდნენ და მართლა ერთი გავარდნა იყო ვიცოდი,მაგრამ ასეთ ცუდ სეზონსაც არ ველოდი ნაპოლისგან.ოთხეულში მეგონა თუ შევიდოდნენ.ნუ ეხლაც შეუძლიათ ოთხეულში შესვლა მაგრამ ძაან ცუდი გუნდია და გაუჭირდებათ.დაცვა კატასტროფაა ისევე როგორც ცენტრი და არც კვარა-ოსიმენი ფრინავენ
კვარას გარდა ოსიმენსაც ძაან ცუდი თამაში ქონდა
ჟოზე მაგარია ))
ნოდარა ნათაძე იყო ეგეთი - უხეში, მაგრამ საყვარელი
განსაკუთრებით ამ სიბერეში დაემსგავსა ნოდარას
თუ ნაპოლიში აღარ უნდა და ამის ბრალია, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. საამისოდ, პირიქით, მაგრად უნდა ითამაშოს, თორე ისედაც ყველა კარტი კრიჟანი პრეზიდენტის ხელშია და ბოლომდე გამოწურავს კონტრაქტის ამოწურვამდე.
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა კარიერაში. ლომის წვლილი დაიდო წაგებაში.
ეს დედააფეთქებული დროებით მოგყავს მწვრთნელი ეგ გასაგებია, მაგრამ ისეთი მაინც მოიყვანე ოთხეულში რო შეგიყვანოს
ეს ჟოზე რა ინტრიგანია რა, რაც ასაკში შედის მით უფრო ყიამყრალი ხდება