ფეხბურთი

15:30 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი: "კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და ოქროს ბიჭია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვარა ოქროს ბიჭია, რომელსაც პირველივე წუთიდან ძალიან კარგად შეეწყო.

გარდა ამისა, Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ვიქტორმა სხვა თემებზეც ვრცლად ისაუბრა:

„ვიმსახურებთ ყველაფრის მოგებას და ეს გვინდა. ყველაფერს ვწირავთ მის მისაღწევად და ახლოს ვართ, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. მენტალიტეტი ყოველთვის ერთად იგივეა, იტალიაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ერთმანეთზე ვზრუნავთ, თითოეული ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ და თუ ვინმეს უჭირს, მზად ვართ მას დახმარების ხელი გავუწოდოთ. ძნელი ასახსნელია მათთვის, ვინც ამას არ განიცდის. როდესაც გჯერა, რომ ძლიერი ხარ, იმარჯვებ. გარდა ამისა, გვყავს მწვრთნელის, რომელიც გუნდის ტვინია. იცით რაზე ვფიქრობ? ერთ დღეს თუ მწვრთნელი გავხდები, მინდა მას დავემსგავსო.

სპალეტი მოედანს მიღმა მამასავითაა. მზად არის ყველას მოუსმინოს და რჩევა მისცეს. ის ძალიან მკაცრია და გაბრაზებაც იცის, განსაკუთრებით მათ უბრაზდება, ვინც 100%-ით არ იხარჯება. ჩემს შემთხვევაში მოხდა ეს და ალბათ მომავალშიც მოხდება. როდესაც ხედავს, რომ ვინმე არ აკეთებს იმას, რაც შეუძლია, პირველია, ვინც მაქსიმუმს გასცემს და შემდეგ ჩვენგანაც იგივეს ითხოვს.

ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერები ჩვენ ვართ. პრემიერლიგა? ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელის ამბიციაა და ვინ იცის, ერთ დღეს რა მოხდება. გარწმუნებთ, რომ ახლა ამაზე არც ვფიქრობ. მხოლოდ სეზონსა და „ნაპოლიზე“ ვარ ორიენტირებული.

კვარაცხელიას პირველივე წუთიდან შესანიშნავად ვუგებ. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ოქროს ბიჭია და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ხვიჩა კვარაცხელია კი პირველ ადგილზე საგოლე პასების კუთხით იმყოფება.

0.11922