ფეხბურთი

14:22 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მთელი არგენტინის ნაკრებისთვის 35 ოქროს აიფონი შეუკვეთა

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, 35 ოქროს აიფონი შეუკვეთა ყველა ფეხბურთელისთვის და პერსონალისთვის, ვინც არგენტინის ნაკრებში ირიცხებოდა ყატარში გამარჯვების დროს.

175 ათასი გირვანქის ღირებულების 24-კარატიან მოოქროვილ სმარტფონებზე ამოტვიფრულია მოთამაშეების სახელები, ნომრები და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლოგო. მესის სურდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად და ამისთვის IDesignGold-ს მიმართა - წერს The Sun.

არგენტინამ ყატარის 2022 წლის ტურნირის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. ლიონელ მესიმ კი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

0.140605