„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გარეშე ვერაფერს მოიგებს. როგორც მან აღნიშნა, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის გადამწყვეტ როლს მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს.
„ეს „ნაპოლი“ იმ „ნაპოლიზე“ ძლიერი არ არის, რომელმაც პირველი-ორი სკუდეტო მოიგო. ფეხბურთი ტექნიკურ დონეზე გაღარიბდა. მარადონას, კარეკას და ჯორდანოს „ნაპოლის“ თუ გავიხსენებთ, დღევანდელი გუნდი უფრო ღარიბია. დღეს ფეხბურთელი ტექნიკურ დონეზე 15 წლისწინანდელ დონეს ჩამოვარდება.
დღეს ბურთი გაცილებით ნაკლებს იწონის, ბუცები უფრო ეფექტურია და ა.შ. დღევანდელ „ნაპოლის“ მხოლოდ ორი გადამწყვეტი მოთამაშე ჰყავს: ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. ერთმა ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს და მეორეს 100%-ით თავისი შესაძლებლობები არ უჩვენებია.
სტანისლავ ლობოტკა არ არის გადამწყვეტი მოთამაშე, მაგრამ ის შეუცვლელია. გუნდი ოსიმენის და კვარაცხელიას გარეშე ვერ გაიმარჯვებს“, - თქვა ფედელემ.