ფეხბურთი

21:53 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "სლოვანი" სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, მხოლოდ ჩაკვეტაძემ ითამაშა

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად „შამორინი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტები სერიაში სტუმრებმა 4:3 მოიგეს.

ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ პენალტი არ დაურტყამს. სათადარიგო იყო ჯაბა კანკავა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ გახლდათ.

0.117741