ხვალ ესპანეთის თასის ნახევარფინალში სეზონში რიგით მესამე „ელ კლასიკო“ გაიმართება. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა:
„ყველაფერი ავწონ-დავწონეთ. სუპერთასზე მიზანდასახულობა გვაკლდა და ისეთი ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რომელთა განმეორებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ მნიშვნელოვანი ტურნირის მოგებასთან ახლოს ვართ და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. ეს გადამწყვეტი მატჩი არ არის, თუმცა უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ.“
„როდრიგომ გუნდთან ერთად ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. აზარიც შესანიშნავად გამოიყურება. ვარჯიშობს სურს სათამაშო წუთები მიიღოს. ჩუამენის მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის ძირითად შემადგენლობაშიც კი ვათამაშოთ. რაც შეეხება კამავინგას, მის გარშემოც ყველაფერი მწყობრშია.“
„ვინისიუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ხშირად წყვეტს თამაშის ბედს, შესაბამისად, თამაშის მიმდინარეობისას ნორმალურია, რომ მას დავეყრდნოთ. არაუხო ძალიან ძლიერი მცველია და მათი დაპირისპირება ძალიან სახალისო იქნება. იმედი მაქვს ვინისიუსი მოიგებს“ - განაცხადა ანჩელოტიმ.
„რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ სათასო მატჩის პირველი შეხვედრა ხვალ, 2 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.