საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში დღეს, 1 მარტს განახლდება. ამჯერად რბოლა ნურბურგრინგის ვირტუალურ ავტოდრომზე გაიმართება.
ჩემპიონატის პირველი ეტაპი 22 თებერვალს ჩატარდა, გახსნით რბოლაში გამარჯვება მიშო ცისკარიძემ მოიპოვა და ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში დაწინაურდა. მრბოლელები GT3 კლასის სარბოლო ავტომობილებით ასპარეზობენ და სულ ექვს ეტაპს გაივლიან.
ტურნირი კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით ტარდება. შეჯიბრი 21:30 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ყურება სიმულექს რესინგის Facebook გვერდზე და YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.