ბრიტანული FootballInsider-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსიმ“ გრემ პოტერის შემცვლელად კვლავ „ბრაიტონის“ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის დაადგა თვალი.
გრემ პოტერის ხელში „არისტოკრატებს“ წარუმატებელი სვლა აქვთ, ლონდონში კი მიაჩნიათ, რომ 43 წლის იტალიელს შეუძლია გუნდს იმ დონის ფეხბურთი ათამაშოს, რომელიც მათ წარმატებას მოუტანთ. დე ძერბიმ პრემიერლიგაში მოსვლის დღიდანვე წარმატებას მიაღწია და მას ასევე ახალგაზრდებთან მუშაობის კარგი გამოცდილებაც აქვს, ეს ყველაფერი კი „ჩელსისთვის“ მისაღებია.
ლონდონის „ჩელსიში“ პოტერის შემცვლელად აქამდეც არაერთი კანდიდატურა გაჟღერებულა და უფრო და უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ამჟამინდელმა მწვრთნელმა კლუბი უახლოეს მომავალში დატოვოს. აღსანიშნავია ის, რომ მედიაში ძირითადად კლუბის ყოფილი მწვრთნელების სახელები ჟღერდებოდა, როგორებიცაა მოურინიო, ტუხელი და ანტონიო კონტე - დე ძერბის ვარიანტი კი, როგორც FootballInsider იუწყება, არც თუ ისე წარმოუდგენელია.
24 მატჩის შემდგომ პრემიერლიგაში „ჩელსი“ 31 ქულას იკავებს, თუმცა მათ ზედიზედ 6 შეხვედრაა არ მოუგიათ. მეტიც, 2023 წელს „ჩელსის“ ყველა ტურნირზე ჩატარებული 11 მატჩიდან ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ.