იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „კრემონეზესთან“ განცდილი მარცხის შემდგომ, „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე მარცხისა და მისი გაძევების შესახებ ისაუბრა:
„დაღლილობა მიზეზი არ არის. ჩვენ წინა მატჩი ხუთშაბათს გავმართეთ, დღეს კი სამშაბათია. ცოტა არ გაგვიმართლა, რადგან მათ ორი შანსიც კი არ შეუქმნიათ, თუმცა 2 გოლი გაგვიტანეს. ჩვენ ამ მატჩში მოგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა მეორე მხრივ, არც წაგება იყო სამართლიანი.“
„უკვე წელიწადნახევარია მიცნობთ, ემოციური ვარ, მაგრამ არა გიჟი. ასეთი რეაქცია იმიტომ მქონდა, რომ ესეგი მართლაც რაღაც მოხდა. სამწუხაროდ, მეოთხე მსაჯს არ აქვს იმის აღიარების უნარი, თუ რა მითხრა და როგორ. იმედი მაქვს აუდიო ჩანაწერი არსებობს იმის, რაც ჩემი გაძევების მომენტში მოხდა.“
„შეხვედრის შემდგომ მსაჯთა გასახდელში შევედი, პიჩინინიმ როდესაც დამინახა, მეოთხე მსაჯს სთხოვა აეხსნა თუ რა მოხდა, თუმცა როგორც ჩანს, მას მეხსიერების პრობლემები აქვს და ყველაფერი დაავიწყდა. მე მირჩევნია არ ვთქვა ის, თუ რა მითხრა მან და აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებას დაველოდო.“ - განაცხადა მოურინიომ.
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია A-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უთამაშია, „რომა“ 2:1 დაამარცხა და ცხრილში ერთი პოზიციით წინ წაიწია. რაც შეეხება „რომას,“ მოურინიოს გუნდს 44 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.