მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა შესაძლოა მომდევნო სეზონიდან 7-ნომრიანი მაისურით ითამაშოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ბრუნო ანდრადე ტვიტერში წერს.
როგორც ირკვევა, კლუბი მას 7 ნომერს ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა. თუმცა, მზადაა, რომ მომდევნო სეზონში ეს ნომერი მოირგოს.
„რეალში“ 7 ნომერს დიდი დატვირთვა აქვს, თავის დროზე რაული და კრიშტიანუ რონალდუ ამ ნომრით თამაშობდნენ, ახლა კი ის ედენ აზარის განკარგულებაშია. მეორე ვარიანტია 11 ნომერი, რომელიც ახლა მარკო ასენსიოსია.
ვინისიუს ჟუნიორი „რეალში“ 20 ნომრით თამაშობს, მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 36 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.