პოზნანის „ლეხი“ კიევის „დინამოდან“ გიორგი წიტაიშვილს არ გამოისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონის რიგებში მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც კლუბი არ აპირებს ზაფხულში გამოსასყიდი თანხის გადახდას. გიორგი პოზნანელთა სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ დამკვიდრდა და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს.
როგორც ჩანს, „ლეხში“ საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ მიიღეს, ვროცლავის „სლასკთან“ მარცხის მერე მიიღეს. წიტაიშვილი ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. 0:1-ზე მან მეკარეს პირისპირ ვერ გაუტანა, ხოლო შემდეგ მისი არაზუსტი პასის შედეგად მეტოქემ მეორე გოლი გაიტანა და უპირატესობა გაზარდა.
მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა „ლეხის“ მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თავის გამოჩენა კი 1 გოლით და 2 საგოლე პასით მოახერხა. ქართველი შემტევის სატრანსფერო უფლებები კიევის „დინამოს“ ეკუთვნის.