ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ ქართველ ფეხბურთელზე იტალიაში გადასვლამდე არავინ არაფერი იცოდა.
დი მარციოს თქმით, უბრალოდ მანამდე „რუბინი“ ხვიჩას სანაცვლოდ მაღალ ფასს ითხოვდა, რაც ტრანსფერს აფერხებდა.
„კიმი და კვარაცხელია ორი მოთამაშეა, რომლებიც ძალიან დაბალ ფასად შეიძინეს. განსაკუთრებით, ქართველი, რომელიც მხოლოდ 10 მილიონ ევროდ იყიდეს. არ არის სიმართლე, როცა ამბობენ, რომ მას „ნაპოლიმდე“ არავინ იცნობდა, ეს ტყუილია. ყაზანის „რუბინი“ პანდემიამდე მასში 30 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ „ნაპოლი“ განაგრძობდა ბიჭის აგენტთან ურთიერთობას“, - თქვა დი მარციომ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია გასულ წელს მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.