ფეხბურთი

19:40 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა "ჩელსის" დიდი ხნით გამოაკლდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ტიაგო სილვას ტრავმა სერიოზული გამოდგა. ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელს მყესი აქვს დაზიანებული, რის გამოც დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს.

სილვამ ტრავმა ორი დღის წინ „ტოტენჰემთან“ ლონდონურ დერბიში მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

სამხრეთამერიკელი „არისტოკრატების“ დაცვის ლიდერია და ბუნებრივია, გრემ პოტერის გუნდისთვის მისი დანაკლისი დიდი დარტყმაა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტიაგომ რამდენიმე დღის წინ „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

0.112781