ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა, დავიდ ალაბამ, გაამხილა, თუ რატომ აირჩია არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მადრიდის „რეალის“ მცველმა აღნიშნა, რომ ავსტრიის ნაკრების ყველა მოთამაშის აზრი გაითვალისწინა.
„ავსტრიის ნაკრები ხმას გუნდურად აძლევს. ამიტომ მარტო მე არ გადამიწყვეტავს პასუხი. შეხვედრაზე ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. მათ იციან, რომ განსაკუთრებით კარიმ ბენზემა მომწონს, აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით, ბევრჯერ მითქვამს, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამაში ეჭვი არ მეპარება.“- წერს ალაბა თავის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქსელში ბევრი აღშფოთებული იყო იმით, რომ მოთამაშემ ხმა არგენტინელს მისცა და არა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ კარიმ ბენზემას. ფრანგმა კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა.