ფეხბურთი

11:50 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელემ მშობლიურ კლუბს 100 ათასი ევრო შესწირა

„ბარსელონას" ფორვარდმა, უსმან დემბელემ, კლუბ „ევრე 27“-ს, რომლის აღზრდილიცაა, დაახლოებით 100 ათასი ევრო გაუგზავნა. ფრანგულ გუნდს ფინანსური სირთულეები აქვს.

„ევრე27“-ის პრეზიდენტი სამუელ ბრიგანტინო და გაი ლეფრანსი, ევრეს მერი, მადლობას უხდიან დემბელეს გულუხვობისა და ფინანსური დახმარებისთვის კლუბისთვის ასეთ რთულ პერიოდში.

„უსმანი ჩვენი აღზრდილია, ის არის ქალაქ ევრეს სიამაყე. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ყატარის მუნდიალის ვერცხლის მედლის მფლობელი გახლავთ, ერთ-ერთი უდიდესი ევროპული კლუბის - „ბარსელონას“ თავდამსხმელი.

დემბელე ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენს გუნდს და დღეს მისი დახმარება საშუალებას მოგვცემს უკეთესი პირობები შევუქმნათ 700 მოსწავლეს. ეს ჟესტი ცხადყოფს, რომ უსმანს მშობლიური კლუბი არასოდეს დავიწყებია.

ჩვენ უზომოდ მადლობელი ვართ ფეხბურთელისა და მისი ახლობლების. კიდევ ერთხელ გმადლობთ სიკეთისთვის.“ - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113686