ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ჟურნალისტებთან პსჟ-ის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
„მბაპე ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგან, ვისთვისაც ხალხი სტადიონზე დადის. ყოველთვის, როცა ბურთი მის მახლობლადაა, იცი, რაღაც მოხდება. ჩვენ ამას ყოველ ჯერზე ველით და ეს გვაოცნებებს. ის შეუდარებელი მოთამაშეა.“ - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, გუშინ ფიფა 2022-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მბაპემ გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მისმა პარიზელმა თანაგუნდელმა, არგენტინელმა ლიონელ მესიმ მიიღო.
ჯილდოები სამხრეთამერიკული ნაკრების სხვა წარმომადგენლებმაც ირგუნეს - ემილიანო მარტინესი წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო ლიონელ სკალონი - საუკეთესო მწვრთნელად.