ფეხბურთი

2:47 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლის და გურამ კაშიას არჩევანი ფიფას გამოკითხვაში

ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. გამოკითხვაში ფიფას წევრი ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ. ბუნებრივია, თავიანთი არჩევანი ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამაც გააკეთეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევანი ასეთი იყო: პირველი ადგილი კილიან მბაპე, მეორე საფეხური ლიონელ მესი და მესამე პოზიცია - კარიმ ბენზემა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პირველი ადგილი ლიონელ მესის მიაკუთვნა, მეორე პოზიცია კილიან მბაპეს, ხოლო სამეულში ლუკა მოდრიჩიც შეიყვანა.

გარდა მწვრთნელებისა და კაპიტნებისა, გამოკითხვაში ჟურნალისტები და გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.

საბოლოოდ ლიონელ მესიმ პირველი ადგილი დაიკავა 52 ქულით, კილიან მბაპემ 44 ქულა დააგროვა, ხოლო კარიმ ბენზემამ - 34.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110643