ჩოგბურთი

2:25 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა შტეფი გრაფის რეკორდი გააუმჯობესა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარული შტეფი გრაფის მიღწევა გააუმჯობესა - რეიტინგის სათავეში უკვე 738-ე კვირას ატარებს. ეს გერმანელი ჩოგბურთელის მიღწევაზე ერთით მეტია.

35 წლის ჯოკოვიჩს რეიტინგში 6 980 ქულა აქვს და 200 ქულით უსწრებს მეორეზე მყოფ ესპანელ კარლოს ალკარასს, ვინც ახლახანს რიო დე ჯანეირუს ფინალში დამარცხდა. ჯოკოვიჩს დიდი სლემის 22 ტურნირი აქვს მოგებული, იმდენივე, რამდენიც გრაფს.

„არარეალურია, იყო პირველი ჩოგანი ამდენი დროის განმავლობაში და გრაფს გაუტოლდე, ვინც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩოგბურთელია. ამ გრანდებს შორის ყოფნა უდიდესი სიამოვნებაა და ამით ვამაყობ“, - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.

ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველად 2011 წლის ივლისში გახდა, როდესაც 24 წლის იყო. 2014-16 წლებში, რეიტინგის სათავეში ზედიზედ 122 კვირა გაატარა, რაც მისი პირადი რეკორდია.

გრაფი რეიტინგის სათავეში 377 კვირა იმყოფებოდა. ამ მხრივ, მესამე საუკეთესო მაჩვენებელი მარტინა ნავრატილოვას აქვს, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი 332 კვირა იყო. შემდეგ მოდიან სერენა უილიამსი (319 კვირა) და როჯერ ფედერერი (310 კვირა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113948