სხვა

1:37 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯამ კრანს-მონტანას დაშვების რბოლა მოიგო

შვეიცარიის კრანს-მონტანაში გამართული დაშვების რბოლა, იტალიელმა სოფია გოჯამ მოიგო. ძლიერი თოვის პირობებში, გოჯამ, ვინც ახლახანს, მსოფლიო ჩემპიონტზე კვარცხლბეკზე ერთხელაც ვერ ავიდა, 0.15 წამით აჯობა თანამემამულე ფედერიკა ბრინიონეს. ამ ორმა, სამთო თხილამურობაში ქალთა მსოფლიო თასის ისტორიაში, მე-17 იტალიური დუბლი შეასრულა.

კვარცხლბეკის მესამე საფეხური ფრანგმა ლორა გოშემ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.41 წამით ჩამორჩა. მისთვის ეს კარიერაში პირველი შემთხვევაა, როცა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

გოჯამ კარგი სტარტი აიღო და მისთვის ჩვეულ სტილში, აგრესიულად და თითქმის უშეცდომოდ იასპარეზა. დისტანციის მიწურულს კი ზედმეტ რისკებს მოერიდა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

„ვიცოდი, დღეს თუ ვინმეს ჩემი დამარცხება შეეძლო, ეს მხოლოდ ფედე იქნებოდა. მე შევძელი და მასზე სწრაფი ვიყავი“, - განაცხადა გოჯამ, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში, მსოფლიო თასის დაშვების შვიდ რბოლაში მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა.

ამ მოგებით, გოჯამ დაშვების ჩათვლაში 100 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევართან, სლოვენიელ ილკა სტუჰეცთან უპირატესობა 170 ქულამდე გაზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111543