მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ალამი არაბეთის ნახევარკუნძულზე დაუშვა, ამ ამბით გულდათუთქული მხოლოდ მისი ქომაგები როდი არიან. რონალდუს თვალსაწიერიდან გაქრობა ყველაზე მეტად მთელს პლანეტაზე მიმოფანტულმა მისმა ქომაგმა ქალებმა განიცადეს, რომლებმაც ძველი სიყვარული ვერა და ვერ დაივიწყეს.
ძველმოდურად რომ ვთქვათ, კრიშტიანუს მდივან-მემანქანე, ახლებურად კი პირადი მენეჯერი ამბობს, რომ ევროპიდან და ამერიკიდან პორტუგალიელ ვარსკვლავისთან ყოველდღიურად ასეულობით წერილი ჩადის და ამ ცრემლით დასველებულ ქაღალდთა ზღვაში გავლა-გამოვლა რონალდუს ცოლს, მრავლისმნახველ ჯორჯინა როდრიგესსაც კი უჭირს.
ერთია კია, რომ კრიშტიანუ რონალდუ უყვარს თუ სძულს - ყველამ უნდა აღიაროს, რომ ქალთა სქესში მისოდენი პოპულარობა ფეხბურთელთა შორის აქამდე ალბათ არავის ჰქონია. როგორც ჩანს, არის ამ კაცში რაღაც ისეთი, რისი დანახვაც მხოლოდ ქალებს და ზინედინ ზიდანს შეუძლიათ