ფეხბურთი

21:25 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლის" შეუძლია ეს დონე 3-4 წელი შეინარჩუნოს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „აძურის“ შეუძლია დღევანდელი დონე კიდევ 3-4 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

„ნაპოლის“ წარმატებაში ყველას დამსახურებაა, პირველ რიგში სპალეტის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ფიზმომზადების მწვრთნელების, მასაჟისტების, ჯუნტოლის დამსახურება, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში წავიდა და უცნობი კვარაცხელია იპოვა, რომელიც 3 ლირა ღირდა. მან ასევე შეიძინა კიმი, მიუხედავად იმისა, რომ სპალეტის კულიბალის შენარჩუნება სურდა. „ნაპოლიმ“ გახსნა გამარჯვებების ეტაპი და თუ ყველაფერს სწორად მართავენ, 3-4 წელი შეუძლია ეს დონე შეინარჩუნოს“, - თქვა კორბომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 24 ტურის შემდეგ 65 ქულით ლიდერია და მდევრებთან 18-ქულიანი უპირატესობა აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა, რადგან „აინტრახტი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.

0.117164