ფეხბურთი

20:46 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" იაპონელი ფეხბურთელი დაიმატა

26 წლის იაპონელი ნახევარმცველი ტაიკი კაგაიამა წყალტუბოს „სამგურალში" ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

„სამგურალის“ ახალწვეული იაპონური „JFA აკადემიის" აღზრდილია. სამშობლოში „კანსაი უნივერსიტეტის" ღირსებას იცავდა.

2018 წლიდან მან საფეხბურთო კარიერა ფინურ „მუსაში" გააგრძელა, მალევე ის ფინურ KPV-ში გადავიდა.

2020 წელს კაგაიამა „ინტერ ტურკუს" ფეხბურთელი გახდა. სადაც 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატსა და თასზე 55 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2020-2021 წლებში „ინტერ ტურკუს" რიგებში გახდა ფინეთის ვიცე-ჩემპიონი და ფინეთის თასის ვერცხლის მედალოსანი.

ტაიკი კაგაიამა ბოლოს მალაიზიის სუპერლიგის კლუბ „საბაჰში" ასპარეზობდა, სადაც 23 შეხვეხდაში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120581