ფეხბურთი

20:02 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამარჯიჩმა გერმანიას სერბეთი ამჯობინა

„უდინეზეს“ ნახევარმცველი ლაზარ სამარჯიჩი, რომელიც გერმანიაში დაბადებული და ამავე ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა, ამიერიდან სერბეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.

21 წლის ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერია და გერმანიის ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან „ბუნდესგუნდში“ დიდი კონკურენციაა. შედეგად, მან სერბეთის მიწვევა მიიღო, რომლის მოქალაქეობა ასევე გააჩნია.

სამარჯიჩს ნათამაშები აქვს გერმანიის 16, 17, 19, 20 და 21-წლამდე ნაკრებებში, საკლუბო კარიერაში კი „ჰერტას“ და „ლაიფციგის“ ღირსებას იცავდა. 2021 წლიდან ის „უდინეზეში“ თამაშობს და 45 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.110655