ფეხბურთი

16:48 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაშის“ ფანების ღირსეული საქციელი: მიწისძვრით დაზარალებული ბავშვებისთვის სათამაშოები გადმოყარეს

„ბეშიქთაშსა“ და „ანთალიასპორს“ შორის გამართული მატჩის დროს სტამბოლელმა გულშემატკივრებმა ათასობით სათამაშო მოედანზე გადმოყარეს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს გადაეცათ.



შეხვედრა 4 წუთითა და 17 წამით იყო შეჩერებული, ვინაიდან პირველი მიწისძვრა თურქეთში სწორედ 04:17 საათზე მოხდა. ამ დროს გულშემატკივრებმა ღირსეული ჟესტი გამოხატეს და მოედანზე სათამაშოები გადმოყარეს.

თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურის მატჩი 0:0 დასრულდა. „ბეშიქთაში“ 40 ქულით ცხრილის მე-3 პოზიციაზე იმყოფება, „ანთალიასპორს“ კი 25 ქულა აქვს და მეთორმეტეა.

მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული „ჰატაისა“ და „გაზიანთეფის“ რეგიონის გუნდები ჩემპიონატს ჩაეხსნენ. მიწისძვრამ დაახლოებით 50 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან ატსუ.

0.137244