ფეხბურთი

14:47 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“

ლა ლიგის 23-ე ტურში კატალონიის „ბარსელონა“ მოულოდნელად „ალმერიასთან“ დამარცხდა, ამან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩავი, საკმაოდ განარისხა.



„ეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. ძალიან გაბრაზებული ვარ. რთული სიტუაცია გვქონდა, რადგან ფაქტობრივად მოედანზე არ ვყოფილვართ. არც თამაშში ვიყავით საკმარისად ჩართულები. ჩვენს თამაშს დღეს არანაირი გამართლება არ აქვს. მოგება არ დაგვიმხსახურებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაკისროთ“

„პირველ ტაიმში მონდომება გვაკლდა. მეორე ტაიმში ყველაფერი ვცადეთ, 3-4-3, არაუხოს გამწესება ფორვარდად, არაფერმა იმუშავა. თუ ჩვენს მენტალურ მიდგომას არ შევცვლით, ეს ლიგის ტიტულის დაკარგვად დაგვიჯდება.“ - განაცხადა ჩავიმ.

კატალონიელები სტუმრად „ალმერიასთან“ ელ ბილალ ტურეს გოლით დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში „რეალთან“ უპირატესობა უკვე 7 ქულას შეადგენს.

მომდევნო მატჩს ლა ლიგაში „ბარსელონა“ 5 მარტს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.113702