ფეხბურთი

13:18 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს კიმპემბე სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა პრესნელ კიმპემბემ მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

„მარსელთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:0) ფრანგი მცველი დასაწყისშივე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. როგორც გაირკვა, კიმპემბეს მყესის სერიოზული დაზიანება აღენიშნება და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.

რა თქმა უნდა, პსჟ-სთვის ეს უმნიშვნელო დანაკლისი არ არის, მითუმეტეს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ „მარსელი“ 3:0 დაამარცხა, კილიან მბაპეს დუბლით და ლიონელ მესის გოლით.

0.116755