ჭიდაობა

11:58 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ეგვიპტეში 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალექსანდრიაში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 მედალი მოიპოვეს.



79 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ავთანდილ კენჭაძემ ირანელი ამირჰუსეინ კავუსი 10:7 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

70 კგ. წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გიორგი ელბაქიძემ ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს 6:4 სძლია.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კი 86 კგ.-ში ტარიელ გაფრინდაშვილმა მოიპოვა, რომელმაც სლოვაკ ბორის მაკოევს 13:2 მოუგო.

საქართველოს ნაკრებს მესამე ბრინჯაო კი მირიან მაისურაძემ, 92 კგ.-ში ეგვიპტელი ხალედ მასუდ ისმაილი ელმოატამადავის 10:0 ძლევით მოუტანა.

ბრინჯაოს ფინალში გავიდნენ შოთა ფარტენაძე (61 კგ) და ედემი ბოლქვაძეც (65 კგ), თუმცა მათ მეტოქეების დამარცხება ვერ შეძლეს და საბოლოოდ, ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე ტურნირზე გასულ დღეებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმაც იასპარეზეს. მათი შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოსმედალოსნები კი ზვიად პატარიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (67 კგ) გახდნენ.

0.110661