კალათბურთი

11:22 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოზე საქართველო ითამაშებს, არგენტინა კი ვერა

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა, 1982 წლის შემდეგ პირველად, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.



ამერიკული საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მარ დელ პლატაში არგენტინის ნაკრები დომინიკის რესპუბლიკას დაუხვდა და მოულოდნელად, მეტოქესტან 75:79 დამარცხდა, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დაკარგა, კარიბის ზღვის წარმომადგენლები კი თავის მხრივ, აზიაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე მეოთხედ გაემგზავრებიან.



დომინიკელები ბოლო შეხვედრის ბოლო პერიოდის წინ, მეტოქესთან 17 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი ქამბექი შეასრულეს და აზიაში გასამგზავრებელი ბილეთიც მიიღეს.

პაბლო პრიჯიონის გაწვრთნილი საკმაოდ ძლიერი ნაკრებიდან საუკეთესო გაბრიელ დეკი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. სამაგიეროდ, თამაში ჩააგდეს ისეთმა კალათბურთელებმა, როგორებიც ფაკუნდო კამპაცო, ნიკოლას ლაპროვიტოლა და მარკოს დელია არიან.

თავის მხრივ, დომინიკელთა რიგებში 22 ქულით საუკეთესო ჟან მონტერო იყო. 13 ქულა ჰქონდა ხერარდო სუეროს.

ამრიგად, დომინიკის რესპუბლიკამ ამერიკის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მასთან ერთად აზიაში კანადა, ვენესუელა, აშშ, პუერტო რიკო, მექსიკა და ბრაზილია გაემგზავრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135041